суббота, 19 октября 2013 г.

ელისო მაწკეპლაძე - სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლა,  ქართული ენისა და ლიტერატურის  სერტიფიცირებული, სქემაში ჩართული  მასწავლებელი
ასმათ დათიაშვილი - სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლა, ინგლისური ენისა და ლიტერატურის  სერტიფიცირებული, სქემაში ჩართული მასწავლებელი
რეზიუმე
            ჩვენი ნაშრომი არის კვლევა, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საზოგადოებაში ინტეგრაციის, სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის დროს შექმნილი პრობლემების გამოვლენა  იმერეთის 4  სკოლის მაგალითზე.
            კვლევა ასახავს სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და პედაგოგების შეხედულებებს, გამოცდილებას სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვასთან დაკავშირებით. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის დროს წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზებზე რეკომენდაციების შემუშავება.
            გამოკითხვა ჩატარდა  ანონიმური კითხვარების გამოყენებით 2013 წლის მარტში. წინასწარ შემუშავდა  ორი ტიპის კითხვარი სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგებისათვის. პირველ ანკეტაში აქცენტი გაკეთდა სკოლებში ინკლუზიური გარემოს შექმნის პრობლემებსა  და ადმინისტრაციის შესაძლო და რეალურ  როლზე მათ გადაწყვეტაში,  ხოლო მეორეში - პედაგოგების მოსაზრებებსა  და ხედვაზე, მათ პრაქტიკასა  და საჭიროებებზე.
სულ გამოიკითხა 7 ადმინისტრაციის წარმომადგენელი და 78 პედაგოგი.  სამწუხაროდ, პედაგოგთა ნაწილმა თავი აარიდა კვლევაში მონაწილეობას.
კვლევაში მონაწილე სკოლები ინკლუზიური განათლების გამოცდილების მხრივ ერთმანეთისგან განსხვავდება. ყველა სკოლას აქვს მეტ-ნაკლები გამოცდილება, მაგრამ  ეს გამოცდილება არ ატარებს  მთლიანად სასწავლო პროცესის სრული პრაქტიკის ხასიათს და ეყრდნობ მხოლოდ რომელიმე (საუკეთესო ვარიანტში - რამდენიმე)  მასწავლებლის ადამიანურ  ან   პროფესიულ გამოცდილებას.  აღნიშნულ სკოლებში ოფიციალურად ირიცხება 9 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე (ძირითადად შემდეგ შეზღუდვებს აქვს ადგილი: სმენადაქვეითებულობა, კოგნიტური,  მეტყველებისა და ფიზიკური შეზღუდულობა). თუმცა მასწავლებელთა დიდი ნაწილი უჩივის იმას, რომ სკოლებში არსებობენ  ისეთი შშმ მოსწავლეებიც, რომლებსაც არ აქვთ შეზღუდულობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მათ  ,,უჭირთ’’  მოსწავლეთა შშმ პირებად აღიარება.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სკოლებში უფრო მეტი პრობლემაა ინკლუზიური განათლების დანერგვასთან დაკავშირებით, ვიდრე ამას ხმამაღლა აცხადებენ.  მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა (პანდუსები, რესურსოთახი...), საჭიროა რესურსები, მასწავლებელთა გადამზადება (სკოლიდან რამდენიმე მაინც უნდა გადამზადდეს), ფსიქოლოგის ინსტიტუტის გაძლიერება და მათი ჩართვა სასწავლო პროცესში.
Eliso Matskepladze - Tkibuli Region Gelati Public School - the certified   teacher of Georgian language and literature. Involved  in the scheme.
Asmati Datiashvili - Tkibuli Region Gelati Public School - the certified   teacher of English language and literature. Involved  in the scheme.

An Abstract
The aim of our research is disabled students’ integration  in a society and identification of those problems, that appeare in the process  of inclusive teaching implementation. The research is  based on the example of 4 schools in Imereti region.
The survey reflects the views of teachers and school administration representatives, the experience of the implementation of inclusive education in schools.
According to the results of the research it may be possible to find the recommendations for those problems that appear during the working process with disabled students.
The survey was conducted by using anonymous questionnaires in March 2013. Two types of questionnaires were developed for the school administration and teachers.
The first questionnaire was focused on problems of creating an inclusive environment in schools, and the role of administration in the process of  problem solution. The second one  was focused  on the teachers’ views and vision, their practices and need.
The total number of interviewed people was the following: 78 teachers and 7 administration representatives. Unfortunately some teachers refused to participate in the survey.
According to their practices of inclusive teaching, schools participating in the research differ from each other.
Every school has its own experience, but this experience is not based on the practice of whole educational process but on professional experiences of the individual teachers. The schools officially have 9 students with disabilities. (Mostly following restrictions occur: (problems with talking or hearing , cognitive and physical disabilities). However, the majority of teachers complain that there are schools with disabled children who do not have the documents, and it is difficult for them to recognize such students as “disabled students”.
 The survey revealed that schools have more problems in the process of inclusive teaching than they say it out loud.

Infrastructure should be managed (special resource rooms ...), resources are needed for  teachers as well. Some of them should be trained to have enough information how to work with disabled students. To develop or make stronger Psychological Institute, and to involve them in the learning process.







ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება
            კვლევა ჩავატარეთ სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა, ელისო მაწკეპლაძემ და ასმათ დათიაშვილმა იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სკოლებში.  ფაქტიურად, ეს გაგრძელებაა იმ კვლევისა, რომელიც განვახორციელეთ 2012 წლის მარტში.
            კვლევის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საზოგადოებაში ინტეგრაციის, სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის დროს შექმნილი პრობლემების შესწავლა იმერეთის ზოგიერთ სკოლაში.
            ჩვენი კვლევა ასახავს:
1. სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და პედაგოგების შეხედულებებს, მათ გამოცდილებას სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვასთან დაკავშირებით.
2. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის დროს წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზებზე რეკომენდაციების შემუშავება.
            შერჩეული სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მასწავლებლებს  დაურიგდათ  ანონიმური კითხვარები, რომლის საშუალებითაც, ჩავთვალეთ, რომ ბენეფიციარი პასუხების გაცემის დროს უფრო გულწრფელი იქნებოდა, თან  დავზოგეთ დრო და შრომა მონაცემთა შესაგროვებლად.
2013 წლის  მარტში ჩატარდა გამოკითხვა იმერეთის რეგიონის 4 სკოლაში   ინკლუზიური განათლების საკითხებთან დაკავშირებით.  მონაცემთა მოპოვება მოხდა ანკეტირების საფუძველზე. შემუშავდა  ორი ტიპის კითხვარი სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგებისათვის. პირველ ანკეტაში აქცენტი გაკეთდა სკოლებში ინკლუზიური გარემოს შექმნის დროს წარმოშობილ პრობლემებსა  და ადმინისტრაციის შესაძლო და რეალურ როლზე მათ გადაწყვეტაში,  ხოლო მეორეში - პედაგოგების მოსაზრებებსა  და ხედვაზე, მათ პრაქტიკასა  და საჭიროებებზე.
ანკეტები მიეწოდათ აღნიშნული სკოლების ბენეფიციარებს. გამოკითხვა მიმდინარეობდა პარალელურად. სულ გამოიკითხა 7 ადმინისტრაციის წარმომადგენელი და 98 პედაგოგი.  სამწუხაროდ, პედაგოგთა ნაწილმა თავი აარიდა კვლევაში მონაწილეობას.
ზოგადად ბევრს წერენ იმაზე, რომ თანამედროვე საზოგადოება  ითავისებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლის სპეციალური სწავლების საჭიროებებ, რაც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განათლების ხელმისაწვდომობას.
კვლევაში მონაწილე სკოლები ინკლუზიური განათლების გამოცდილების მხრივ ერთმანეთისგან განსხვავდება. ყველა სკოლას აქვს მეტ-ნაკლები გამოცდილება, მაგრამ  ეს გამოცდილება არ ატარებს  მთლიანად სასწავლო პროცესის სრული პრაქტიკის ხასიათს და ეყრდნობ მხოლოდ რომელიმე (საუკეთესო ვარიანტში - რამდენიმე)  მასწავლებლის ადამიანურ  ან   პროფესიულ გამოცდილებას.  აღნიშნულ სკოლებში ოფიციალურად ირიცხება 9 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე (ძირითადად შემდეგ შეზღუდვებს აქვს ადგილი: სმენადაქვეითებულობა, კოგნიტური,  მეტყველებისა და ფიზიკური შეზღუდულობა). თუმცა მასწავლებელთა დიდი ნაწილი უჩივის იმას, რომ სკოლებში არსებობენ  ისეთი შშმ მოსწავლეებიც, რომლებსაც არ აქვთ შეზღუდულობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მათ  ,,უჭირთ’’  მოსწავლეთა შშმ პირებად აღიარება. ამას აქვს სხვადასხვა მიზეზი, მაგრამ მათ შორის უმთავრესი კი ის არის, რომ  სკოლა ცდილობს ,,თავი აარიდოს’’ იმ პროცესებს, რომელიც სწორედ ამ სტატუსს მიანიჭებს შშმ მოსწავლეს.
სკოლის შშმ პირთათვის ხელმისაწვდომობას  დადებითად აფასებს  გამოკითხულ ბენეფიციართა 85%, დაახლოებით 8%-მა უპასუხოდ დატოვა კითხვა, 3%-მა მიიჩნია, რომ მათ სკოლაში შშმ მოსწავლეებისათვის არ არის ხელმისაწვდომი გარემო, 4% მიიჩნევს, რომ მეტნაკლებადაა ხელმისაწვდომი. 1 ბენეფიციარი აფიქსირებს, რომ კანონმდებლობა და დირექცია არ აბრკოლებს, თუმცა ზოგიერთი მშობელი შშმ მოსწავლეთა სკოლაში ჩარიცხვას შეიძლება  ნეგატიური განწყობით შეხვდეს.
 ნაწილობრივ ადაპტირებულობაზე საუბრობს გამოკითხულთა 66%,  22%-ს  მიაჩნია, რომ სკოლის გარემო საერთოდ არაა ადაპტირებული.    სკოლებს ადაპტირებულად მიიჩნევს 6%, კითხვა უპასუხოდ დატოვა 6%-მა. როგორც მოველოდით,    ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათი სასკოლო გარემო სრულად ადაპტირებულია.  
 ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ დადებით შეფასებას აძლევენ უპირატესად ისინი, ვინც ადაპტირების დასტურად მიიჩნევს პანდუსის არსებობას სკოლაში.  თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი ბენეფიციარი შესაძლებელია ვითარებას კრიტიკულად განიხილავდეს  და ნაწილობრივ ადაპტირებასაც უარყოფითად აფასებდეს.   
კითხვაზე: რა სჭირდება თქვენს სკოლას მოსწავლისათვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად, გამოკითხულთა 31% ასახელებს, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რესურსები ესაჭიროება 19%-ს, სკოლაში შშმ მოსწავლეებთან ფსიქოლოგის დახმარებას საჭიროდ მიიჩნევს  8%, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას მხარს უჭერს 28 %, სპეციალური ლიტერატურა ესაჭიროება 6%-ს, ხოლო  6% თვლის, რომ კეთილგანწყობილი  გარემოს შესაქმნელად სკოლას სჭირდება სწორად შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმები.  2%-მა არ უპასუხა შეკითხვას.

გამოკითხულთა 26% მიიჩნევს, რომ შშმ მოსწავლეთათვის სასურველი გარემოს შექმნაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ (სამეურვეო საბჭომ, მოსწავლეთა თვითმართველობამ, ადმინისტრაციამ), 11%- მიაჩნია, რომ ეს სამეურვეო საბჭოსა და ადმინისტრაციის მოვალეობაა, 6% თვლის, რომ ამ საქმეზე უნდა იფიქროს სამეურვეო საბჭომ და მოსწავლეთა თვითმართველობამ, 27% -მა დააფიქსირა, რომ ეს მხოლოდ ადმინისტრაციამ უნდა მოაწესრიგოს, 21% თვლის, რომ ასეთი გარემოს შექმნაში მხოლოდ სამეურვეო საბჭო უნდა ჩაერთოს, 5% მიიჩნევს, რომ მოსწავლეთა თვითმართველობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, 2 % თვლის, რომ ადმინისტრაცია  და მოსწავლეთა თვითმართველობა შეუწყობს ხელს, უპასუხოდ დატოვა შეკითხვა  2%-მა.
კითხვაზე: მოითხოვს თუ არა თქვენგან ზედმეტ ძალისხმევას შშმ მოსწავლეებთან მუშაობა, ბენეფიციართა 82%-მა უპასუხა, რომ მოითხოვს. 10% -მა უპასუხა, რომ არა, ხოლო კითხვას არ უპასუხა 8%-მა.

            გამოკითხულთა 51% საჭიროების შემთხვევაში იყენებს ინდივიდუალურ გეგმებს, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ ისგ-ის შედგენისას დაშვებულია ხარვეზები. 31% არ იყენებს, რადგან ამათგან დაახლოებით ½ არ ასწავლის შშმ მოსწავლეებს. უპასუხოდ დატოვა კითხვა 18%-მა.
            ბენეფიციარებმა   ინკლუზიური განათლების დანერგვის შესახებ ინფორმაცია მიიღეს ძირითადად ადმინისტრაციიდან, ინტერნეტიდან, ტრენინგებიდან. მეთოდური ლიტერატურა მათთვის ძირითადად ხელმიუწვდომელია.
                კითხვაზე: რა არის იმისათვის საჭირო, რომ მასწავლებლები აქტიურად ჩაერთონ ინკლუზიური განათლების დანერგვაში, ბენეფიციართა 5%-მა  განაცხადა, რომ ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული. კითხვას არ უპასუხა დაახლოებით 8%-მა. სხვა  მასწავლებლები  აღიარებენ, რომ ისინი  განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას. მათ მიჩნიათ, რომ საჭიროა:
1.      მეთოდური ლიტერატურის ხელმისაწვდომობა და შესაბამისი ტრენინგები (51%),
2.      ფსიქოლოგის კონსულტაცია (13%),
3.      რესურსები (18%)
4.      თანამშრომლობა და გამოცდილებათა გაზიარება  (3%)
5.      მოტივაცია და საქმის სიყვარული (2%)

ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის განკუთვნილ ანკეტაში დამატებული იყო დავალება, მათ უნდა შეეფასებინათ ათბალიანი სისტემით ინკლუზიური სწავლებისათვის მათი სკოლის პედაგოგიური კოლექტივის მზაობა. ჩვენდა გასაოცრად, მიუხედავად უამრავი პრობლემისა, დაიწერა  1 - ცხრიანი,  2 - რვიანი, 2 - შვიდიანი, ორმა ბენეფიციარმა არ უპასუხა შეკითხვას.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სკოლებში უფრო მეტი პრობლემაა ინკლუზიური განათლების დანერგვასთან დაკავშირებით, ვიდრე ამას ხმამაღლა აცხადებენ.  მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა (პანდუსები, რესურსოთახი...), საჭიროა რესურსები, მასწავლებელთა გადამზადება (სკოლიდან რამდენიმე მაინც უნდა გადამზადდეს), ფსიქოლოგის ინსტიტუტის გაძლიერება და მათი ჩართვა სასწავლო პროცესში, მასწავლებლებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს სპეციალური ლიტერატურა და, კიდევ ერთი, უნდა ამოქმედდეს მექანიზმები, რომლებიც მასწავლებლის მოტივაციის ზრდას შეუწყობს ხელს.


 გამოყენებული ლიტერატურა:
1.      როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე, სატრენინგო მასალა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2012 წელი
2.      განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ხუთი კატეგორია, კლასის მართვა, რობერტ ჯ. მარზანო, იანა ს. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგი, 2009 წელი
3.      ინკლუზიური განათლება, ცნებები და ტერმინები - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნუვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2011 წელი


Комментариев нет:

Отправить комментарий